საშემსრულებლო ხელოვნება

10 საუკეთესო ტრეკი | KOLLEKTIV TURMSTRASSE

2 აგვისტოს, კუს ტბაზე, ცისკარი • ciskari-ში, ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალის DECODER მორიგი წვეულება გაიმართება, რომელზეც გერმანული დუო KOLLEKTIV TURMSTRASSE დაუკრავს.

KOLLEKTIV TURMSTRASSE 1998 წელს, Christian Hilscher-ის და Nico Plagemann-ის მონაწილეობით, ქალაქ ჰამბურგში შეიქმნა. არტისტები გაცნობისთანავე მიხვდნენ, რომ მათი მეგობრობა გარდაუვალი იყო. პროექტი მოკლე დროში მსოფლიოს წამყვანი კლუბების და ფესტივალების მონაწილედ იქცა. პირველად DECODER-ის ფარგლებში, სწორედ შარშან ვუმასპინძლეთ დუოს და ჩვენც მივხვდით, რომ მათი ხელმეორედ ვიზიტი გარდაუალი გახდებოდა, რისი დასტურიც, სწორედ 2 აგვისტოს ღამე იქნება. Kollektiv Turmstrasse-ს შემოქმედება ძირითადად მინიმალ ტექნოს და ტექ-ჰაუსის ჟღერადობით გამოირჩევა თუმცა სხვა ჟანრებთან ყოველთვის საინტერესო სინთეზს ახდენს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაკვრის პროცესში მათთვის მსმენელთან ინტერაქცია და ემოციების გაცვლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

“არტნიუსი” გთავაზობთ გერმანული დუეტის 10 საუკეთესო ტრეკს:

კომენტარები

კომენტარი