შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი პირველ სექტემბერს ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნება

1-10 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა,” საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მართავს ბათუმის რიგით მეშვიდე შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს.

ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ეწვევიან. 10 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს მოეფინება კლასიკური მუსიკის ჰანგები.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა, რაც მას აძლევს განსაკუთრებულ იდენტობას და მნიშვნელობას. მასტეკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ-კრეატიული ცნობიერებას ეფექტურად ამაღლებს.

საქართველოს რეგიონების ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეების მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად. დაგეგმილია ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად, 300-მდე ახალგაზრდის მონაწილეობით, მუსიკალური არტ-ბანაკის ჩატარება ზოგადი კულტურის გასამდიდრებლად.

ბათუმის ფესტივალი საქართველოში ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელმაც მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი. მას უცხოური მედია, მსოფლიოში საქართველოს კულტურის ფანჯარას უწოდებს!

კომენტარები

კომენტარი