კინო

“ალესილი კეპების” მე-5 სეზონის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

ტელეარხ BBC One-ზე, პოპულარული ბრიტანული სერიალის, “ალესილი კეპების” მე-5 სეზონის პირველი ტრეილერი გამოვიდა.

წინა სეზონის საკმაოდ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ტომი შელბი და მისი ოჯახი ახალი გამოწვევბის წინაშე აღმოჩნდებიან. მაგრამ, ახლა, “ალესილი კეპების” მეთაურს გავლენის ახალი სფერო – ბრიტანეთის პარლამენტი აქვს.

მეხუთე სეზონში, როგორც უკვე ცნობილია, სამსახიობო გუნდს ახალი მსახიობები: ანა ტეილორ-ჯოი და სემ კლაფლინი შეუერთდებიან. კლაფლინი ფაშისტი პოლიტიკოსის, ოსვალდ მოსლის როლს შეასულებს და სერიალის მთავარი ანტაგონისტი გახდება.

მეხუთე სეზონის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მისი პრემიერა 2019 წლის ბოლომდე შედგება.

კომენტარები

კომენტარი