საშემსრულებლო ხელოვნება

Forbes-მა 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეი დაასახელა

ჟურნალ Forbes-მა 2019 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეი დაასახელა.

რეიტინგის სათავეში დუეტი The Chainsmokers-ია, რომელშიც შედიან ენდრიუ თაგგარტი და ალექს პოლი. მათმა შემოსავალმა 46 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზეა Marshmello, 40 მილიონი დოლარით. აღსანიშნავია, რომ მისი შემოსავალი გასული წლიდან გაორმაგდა, როცა ის ლოს-ანჯელესის ახალი კლუბის, Kaos-ის რეზიდენტი გახდა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეების სამეულს შოტლანდიელი კელვინ ჰარისი ხურავს, რომელიც 6 წლის განნამვლობაში ამ რეიტინგის ლიდერი იყო. 2019 წელს, მან 38,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

Forbes-ის ათეულში მოხვდნენ, აგრეთვე, სტივ აოკი (30 მილიონი დოლარი), Diplo (25 მილიონი დოლარი), Tiësto (24 მილიონი დოლარი), მარტინ გარიქსი (19 მილიონი დოლარი), დევიდ გეტა (18 მილიონი დოლარი), Zedd (17 მილიონი დოლარი), და არმინ ვან ბიურენი (15 მილიონი დოლარი).

კომენტარები

კომენტარი