ლიტერატურა

გიორგი კეკელიძე – 5 წიგნი, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე უნდა წავიკითხოთ

საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით, “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა, სახელწოდებით “ზღვა, მთა და ლიტერატურა”.

რუბრიკის ფარგლებშიც მწერლები და ლიტერატორები გვისახელებენ 5 წიგნს, რომელიც ზაფხულის არდადეგებზე უნდა წავიკითხოთ. 

ამჯერად, რუბრიკის სტუმარი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძეა.

ვაჟა-ფშაველა – პოემები

მთავარი ტექსტები თავისუფლებაზე, სამყაროდან ამოვარდნაზე და მომავლის ადამიანზე.

მარკ ტვენი – ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი

დიდი წიგნი გზებზე და ადამიანებზე, განახლებაზე და დაკვირვებაზე.

ასტრიდ ლინდგრენი – ემილის თავგადასავალი

ბავშვობა, როგორც საკუთარ ადამიანობასთან შეხვედრის უმთავრესი ადგილი.

არჩილ სულაკაური – სალამურას თავგადასავალი

ამბავი ოცნებაზე და იმაზე, რომ ოცნების ახდენა უნდა ვისწავლოთ.

ჯონ სტეინბეკი – ზამთარი ჩვენი მღელვარებისა

ზაფხულში საკითხავი ადამიანის სულის ზამთრის მონოლოგი.

კომენტარები

კომენტარი