კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ნიუ-იორკში, საკომისიო მაღაზიაში ეგონ შილეს ნახატი აღმოაჩინეს

ნიუ-იორკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ადგილობრივ საკომისიო მაღაზიაში ეგონ შილეს ნახატი შეიძინა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ორიგინალია. ახლა, პატარა მაღაზიაში შეძენილი ამ ნახატის ფასი 100 ათასი დოლარიდან იწყება. ამის შესახებ CNN-ს სენტ-ეტიენის გალერეის დირექტომა, ჯეინ კელირმა განუცხადა. სწორედ, კელირმა გამოაქვეყნა მხატვრის მიერ აკვარელით შესრულებული ნახატებისა და ჩანახატების პირველი სრული კატალოგი, 1990 წელს.

მამაკაცი, რომელმაც ნახატი მაღაზიაში შეიძინა, ჯეინ კელერს 2018 წელს დაუკავშირდა, თუმცა მისი გაგზავნილი ფოტოებით შეუძლებელი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა ნამუშევარი ორიგინალი. “ჩვენ წელიწადში ათასობით ასეთ ფოტოს ვიღებთ და თითქმის ყველა შემთხვევაში, საქმე გვაქვს ხოლმე ასლებთან” – აღნიშნა ჯეინ კელერმა. გალერეამ მამაკაცს სთხოვა მაღალი ხარისხის ფოტოების გაგზავნა და 1 წლის შემდეგ, დადგინდა, რომ ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაღაზიაში შეძენილი ნახატი ორიგინალი იყო და ეგონ შილეს ეკუთვნოდა.

ნახატი, რომელზეც ქალის შიშველი სხეულია გამოსახული, შექმნილია 1918 წელს, ფაქრით. ამავე წელს, ეგონ შილე, 28 წლის ასაკში ე.წ. ესპანური გრიპით გარდაიცვალა.

ახლა, ავსტრიელი მხატვრის ეს ნამუშევარი სენტ-ეტიენის გალერეაში გასაყიდადაა გამოფენილი. გალერეის დირექტორის თქმით, აღებული ფულის ნაწილი საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი