არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

საყდრისის კომიტეტის ინფორმაციით, ანანურის კომპლექსი ყოველდღიურად ზიანდება

ანანურის სამონასტრო კომპლექსი ყოველდღიურად ზიანდება – ამის ამსახველ ვიდეომასალას კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ავრცელებენ.

საყდრისის კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია გალავანი, ქონგურები და კოშკების სახურავები. ორგანიზაციის მოთხოვნით, ვითარების ადგილზე გასაცნობად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ჩავლენ. თუმცა ადგილზე ჩასვლამდე, სააგენტოში აცხადებენ, რომ ანანურის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია 2020 წლისთვის ისედაც დაგეგმილია.

„იმდენად უსისტემოდ მიმდინარეობს ვიზიტორების მიმოსვლა, რომ ეს დამატებით საფრთხეს უქმნის კომპლექსს – ვიზიტორები დადიან კედლებზე, ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა და ასე შემდეგ. გენერალური ინსპექცია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და საყდრისის კომიტეტი ერთად ჩავლენ ადგილზე და სიტუაციაში გაერკვევიან“, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ “იმედთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი