არქიტექტურა, არქეოლოგია

სოფელ მურყმელში სვანური კოშკი ჩამოინგრა [ფოტო]

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, უშგულის თემის სოფელ მურყმელში კოშკი ჩამოინგრა.

კოშკის ჩამონგრევის ფაქტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდანაც დაადასტურეს.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, კოშკი აღდგენას ექვემდებარება.

ამასთან, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჩამონგრეულია ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკის ქონგურები და ორი სართული. გადარჩენილია ქვედა ორი სართული, თუმცა რამდენად უსაფრთხოა ისინი, არ იციან. 

გთავაზობთ ფოტომასალას:

კომენტარები

კომენტარი