ლიტერატურა

20-21 ივლისს, ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 ჩატარდა

20-21 ივლისს, ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 ჩატარდა, რომელშიც ქართველი პოეტები, მწერლები და მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

ფესტივალს ტრადიციულად ორი მიმართულება ჰქონდა – ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი, ლიტერატურული ნაწილის მონაწილეები იყვნენ: გიორგი ლობჟანიძე, დიანა ანფიმიადი, დათო ჯიქია, ალექს ჩიღვინაძე, შოთა იათაშვილი, დათო ჩიხლაძე, დათო რობაქიძე, ირმა ტაველიძე, ივა ფეზუაშვილი და სემიონ ხანინი. ხოლო, ფესტივალის მუსიკალური ნაწილის მასპინძლები იყვნენ: მებო ნუცუბიძე და გიორგი ძამუკაშვილი.

„F5“ მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.

ფესტივალის ორგანიზატორები: ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.

კომენტარები

კომენტარი