საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

Decoder-ის ორგანიზებით, კუს ტბაზე KOLLEKTIV TURMSTRASSE დაუკრავს

2 აგვისტოს, კუს ტბაზე, ცისკარი • ciskari-ში, ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალის DECODER მორიგი წვეულება გაიმართება, რომელზეც გერმანული დუოს KOLLEKTIV TURMSTRASSE წევრები, Сosmic Love Rotation და Tade წარდგებიან.

KOLLEKTIV TURMSTRASSE 1998 წელს, Christian Hilscher-ის და Nico Plagemann-ის მონაწილეობით, ქალაქ ჰამბურგში შეიქმნა. არტისტები გაცნობისთანავე მიხვდნენ, რომ მათი მეგობრობა გარდაუვალი იყო. პროექტი მოკლე დროში მსოფლიოს წამყვანი კლუბების და ფესტივალების მონაწილედ იქცა. პირველად DECODER-ის ფარგლებში, სწორედ შარშან ვუმასპინძლეთ დუოს და ჩვენც მივხვდით, რომ მათი ხელმეორედ ვიზიტი გარდაუალი გახდებოდა, რისი დასტურიც, სწორედ 2 აგვისტოს ღამე იქნება. Kollektiv Turmstrasse-ს შემოქმედება ძირითადად მინიმალ ტექნოს და ტექ-ჰაუსის ჟღერადობით გამოირჩევა თუმცა სხვა ჟანრებთან ყოველთვის საინტერესო სინთეზს ახდენს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაკვრის პროცესში მათთვის მსმენელთან ინტერაქცია და ემოციების გაცვლა ყველაზე მნიშვნელოვანია.

Tade ადგილობრივი სცენის წარმატებული პროდიუსერი და უკვე DECODER-ის დიდი მეგობარია. მისი, როგორც მუსიკოსის წარმატება, 2012 წლიდან იღებს სათავეს. პირველი რელიზი, კანადურ ლეიბლ DASH DEEP RECORDS -ზე გამოვიდა. შემდეგ იყო UNDERYOURSKIN RECORDS-ზე გამოცემული ტრეკები, რომელსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა. TADE თავისი შემოქმედებით ყოველ ჯერზე ახერხებს მსმენელის გაოცებას. სწორედ ამიტომ, უფრო და უფრო დიდი მოლოდინით ვხვდებით სცენაზე მის გამოჩენას.
ზუსტად ვიცით, რომ 2 აგვისტოს, ცისკარში, კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ღამე გველოდება.

Cosmic Love Rotation ქართველი მუსიკოსის, ბესო მახარობლიძის პროექტია. არტისტი, რომელიც გამოირჩევა ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკის სინთეზით, რამდენიმე თვის წინ, DECODER-ის მარტის სერიაზე, სხვა მოწვეულ არტისტებთან ერთად მასპინძლობდა მსმენელს. კარგად გვახსოვს ყველა პოზიტიური ემოცია, რომელიც მისი მოსმენის დროს ტრიალებდა საცეკვაო მოედანზე. 2015 წელს, ტექნო სცენაზე მის წარმატებაში, დიდი როლი ითმაშა წარსულში ფორტეპიანოზე დაკვრის გამოცდილებამ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი და არტისტის მეგობრობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი