კინო ლიტერატურა

რომანზე “ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში” სერიალს გადაიღებენ

ბრიტანელი მწერლის, დუგლას ადამსის რომანთა ციკლზე, სახელწოდებით “ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში”, სერიალს გადაიღებენ. ამჯერად, მის ეკრანიზაციას სტიმინგსერვისი Hulu შემოგვთავაზებს.

სერიალზე “ჯეკ რაიანის” პროდიუსერი, კარლტონ კიუზი და “ქალი საოცრებას” სცენარისტი, ჯეისონ ფუკსი იმუშავებენ. ისინი იქნებიან ახალი სერიალის შოურანერები და სცენარის ავტორებიც.

დაგლას ადამსის “ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში” იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და 1979 წლიდან დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას ამ ჟანრის მოყვარულთა შორის. ესაა გალაქტიკაში დედამიწელთა მოგზაურობის იუმორით მოთხრობილი ამბავი.

თავდაპირველად, წიგნების სერია რადიოპიესის სცენარს წარმოადგენდა, მოგვიანებით, 1982 წელს, სერიის პირველი ორი წიგნის ადაპტირდა, როგორც სატელევიზიო შოუ, 2005 წელს კი წიგნების სერიის პირველ ნაწილზე სრულმეტრაჟანი ფილმი გადაიღეს.

კომენტარები

კომენტარი