შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა

2019 წლის 9 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის საერთო კრება, სადაც ჩატარდა გამგეობის არჩევნები და ახალი გამგეობა შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

გამომცემლობა „არტანუჯი“
გამომცემლობა „ინტელექტი“
წიგნის სივრცე
გამომცემლობა „ბაკმი“
ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო
გამომცემლობა „სეზანი“ 
ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“

ახალი გამგეობის პირველი სხდომა გაიმართა 23 ივლისს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ოფისში. გამგეობამ, ღია კენჭისყრით ასოციაციის თავმჯომარის თანამდებობაზე გვანცა ჯობავა და მის მოადგილედ კი რუსუდან მოსიძე აირჩია.

კომენტარები

კომენტარი