კინო

Comic-Con-ზე სიმფსონების სრულმეტრაჟიანი ფილმის გამოსვლა დაანონსდა

სან-დიეგოში გამართულ საერთაშორსო ფესტივალზე Comic-Con ანიმაციური სერიალის “სიმფსონების” შემქმნელმა, მეთ გრეინინგმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მზადაა, გადაიღოს მეორე სრუმლეტრაჟიანი ფილმი სიმფსონებზე, რომელიც 2007 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევრის “სიმფსონები კინოში” გაგრძელება იქნება. მეთ გრეინინგის თქმით, დროის ასეთი დიდი შუალედი განაპირობა იმან, რომ სერიალზეც და სრულმეტრაჟიან ფილმებზეც ერთი და იგივე შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს და შესაბამისად, რთული იყო, სეზონებს შორის არსებულ დროის მონაკვეთში სრულმეტრაჟიანი ფილმის შექმნაზე დაეწყოთ ფიქრი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Disney-სა და Fox-ის გაერთიანების შემდეგ, მრავალ სერიალსა და ფილმზე უფლება, სწორედ, Disney-მ მოიპოვა. მეთ გრეინიგის თქმით, Disney უკვე მზადაა, გამოყოს თანხები “სიმფსონების” ახალი, სრუმლეტრაჟიანი ფილმის გადაღებებისთვის.

აღსანიშავია, რომ 2007 წელს გამოსული ფილმის “სიმფსონები კინოში” მსოფლიო შემოსავალმა 527 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საკულტო ანიმაციის შემქნელი, მეთ გრეინინგი არ გამორიცხავს, აგრეთვე “ფუტურამას” გაგრძელებასაც. ეს გახლავთ ანიმაციური სერიალი, რომელშიც მოთხრობილია ნიუ-იორკელი პიცის დამტარებელის, ფილიპ ფრაის შესახებ. ის მეოცე საუკუნის მიწურულს, შემთხვევით, კრიონიკულად გაიყინა, ცხრაასი წლის შემდეგ გალღვა და აღმოჩნდა XXXI საუკუნეში, რეტროფუტურისტულ მომავალში.

კომენტარები

კომენტარი