კინო

ცნობილია ვინ იქნება Marvel-ის პირველი ლგბტ პერსონაჟი

სან-დიეგოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე Comic-Con ცნობილი გახდა, რომ “თორის” სიკველში მსახიობ ტესა ტომპსონის გმირი, ვალკირია დაბრუნდება.

მოგვიანებით, გამოცემა Gizmodo-სთან საუბრისას, კომპანია Marvel-ის ხელმძღვანელმა, კევინ ფაიგმა განაცხადა, რომ ვალკირია იქნება პირველი არატრადიციული ორიენტაციის პერსონაჟი Marvel-ის კინოსამყაროში.

ვაკლირიას პერსონაჟი პირველად ფილმში “თორი: რაგნაროკი” გამოჩნდა. ფილმში მისი ორიენტაცია არ ჩანდა და ვარაუდობდნენ, რომ ჯეინ ფოსტერთან დაშორების შემდეგ, ის თორის ახალი შეყვარებული გახდებოდა, თუმცა ახლახან გამართულ ფესტივალზე ცნობილი გახდა, რომ Marvel-ის კინოსამყაროში ნატალი პორტმანი (ჯეინ ფოსტერი) ბრუნდება, რომელიც თორის ჩაქუჩს მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ ფილმში ძველი შეყვარებულების შერიგების შანსი არსებობს.

თორის შესახებ გადაღებული მეოთხე ფილმის რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი იქნება. ახალი ფილმი, სახელწოდებით “თორი: სიყვარული და ქუხილი”, სწორედ, მის მიერ 2017 წელს გადაღებული ფილმის, “თორი: რაგნაროკის” სიკველი იქნება.

შეგახსენებთ, რომ “თორი: სიყვარული და ქუხილის” პრემიერა 2021 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი