საშემსრულებლო ხელოვნება

როგორ გამოეხმაურნენ ცნობილი მომღერლები ემი ვაინჰაუსის გარდაცვალებას

უკვე 8 წელი გავიდა, რაც ლეგენდარული მომღერალი ემი ვაინჰაუსი ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ის ნარკოტიკების ჭარბი დოზირების შედეგად გარდაიცვალა.

მომღერალი ბოლო პერიოდში თავს ცუდად გრძნობდა. ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, ის მკურნალობის კურსებსაც გადიოდა. 27 წლის ასაკში გარდაცვალების გამო, ემი ვაინჰაუსი ე. წ. 27–იანთა კლუბში შედის. ეს ის ასაკია, რომელშიც რამდენიმე ცნობილი მომღერალი გარდაიცვალა. ემი ვაინჰაუსი 20 წლის ასაკიდან მღეროდა. ის, ძირითადად, სოულსა და რიტმ-ბლუზს ასრულებდა. ვარსკვლავი გრემის მფლობელიც იყო.

მას შემდეგ, რაც მომღერლის სიკვდილის შესახებ გახდა ცნობილი, ვაინჰაუსის სახლთან გულშემატკივრების ნაკადი არ წყდება. გულშემატკივრების გარდა ემის ხსოვნას პატივი სხვა ვარსკვლავებმაც მიაგეს, რომლებიც ასე გამოეხმაურნენ ახალგაზრდა მომღერლის გარდაცვალებას:

tony bennet-ის სურათის შედეგი

“ექსტრაორდინალური მუსიკოსი, ვოკალისტის იშვიათი ინტუიციით. მე გამანადგურა იმან, რომ მისი განსაკუთრებული შესაძლებლობები ძალიან მალე დასრულდა. ის იყო საყვარელი და ინტელიგენტი პიროვნება.” – ამერიკელი პოპ-მომღერალი ტონი ბენეტი.

lady gaga-ის სურათის შედეგი

“ემი იყო იმედი. მან სამუდამოდ შეცვალა პოპმუსიკა, ის ცხოვრობდა ჯაზით და ბლუზით” – ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ლედი გაგა.

დაკავშირებული სურათი

“ემი ვაინჰაუსმა გზა გაგვიკვალა დამწყებ არტისტებს. ის კვლავ აღაფრთოვანებდა ხალხს ბრიტანული მუსიკით. ვფიქრობ, რომ ვერასდროს გააცნობიერებდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მას უფრო მიმზიდველს ხდის.” – მომღერალი ადელი.

geogre michael-ის სურათის შედეგი

“ჩემი აზრით, ემი ყველაზე ემოციური ვოკალისტი იყო ამ ქვეყანაში. მისი მუსიკალური ალბომი Back to Black საუკეთესო ალბომია, რომელიც 70-იანი წლების მერე მოვისმინე. ეს ორმაგი ტრაგედიაა. ტრაგედია მათთვის, ვინც მას იცნობდა და უყვარდა და ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ვეღარასდროს მოვისმენთ იმ დახვეწილ მუსიკას, რომელსაც ემი გვაძლევდა.” – ჯორჯ მაიკლი.

usher-ის სურათის შედეგი

“სამწუხაროა, რომ ეს საშინელი ამბავი გავიგე. მე მოხარული ვარ რომ ვიცნობდი ემის. მოგვენატრები” – აშერი.

დაკავშირებული სურათი

“ღმერთმა შეიწყალოს. მე ძალიან განვიცდი ამას. მან მუსიკის ინდუსტრიის გადატრიალება ძალიან მოკლე დროში შეძლო” – რიანა.

nick minaj-ის სურათის შედეგი

“მითხარით, რომ ემი არ მომკვდარა. მითხარით, რომ ეს ცუდი ხუმრობაა” – ნიკი მინაჟი.

კომენტარები

კომენტარი