სტილი, დიზაინი

სკარლეტ იოჰანსონი ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას კაბით გამოჩნდა

ამერიკელმა მსახიობმა, მოდელმა და მომღერალმა სკარლეტ იოჰანსონმა, ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას სამოსი მოირგო.

მსახიობი შავ-თეთრი, საინტერესო ელემენტებითა და გამჭვირვალე შტრიხებით შექმნილი ერთიანი კოსტიუმით სან-დიეგოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, Comic-Con-ზე გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ დავით კომახიძე, იგივე დევიდ კომა, ლონდონში მოღვაწე წარმატებული ქართველი დიზაინერია, რომელმაც თავისი ბრენდი -David Koma 2009 წელს შექმნა. 2013 წლიდან 2018 წლადე კი ის Thierry Mugler–ის კრეატიული დირექტორი იყო.

დევიდ კომა პირველი ქართველი დიზინერია, რომელმაც საერთაშორისო ასპარესზე დიდ წარმატებას მიაღწია. მის მიერ შექმნილი სამოსი დიდი პოპულარობით სარგებლობს სელებრითებში. David Koma-ს კაბები ბიონსემ, მეგან ფოქსმა, გვინეტ პელტროუმ, კამერონ დიასმა, ევა ლონგორიამ, ჯენიფერ ლოურენსმა, ჰოლი ბერიმ, კერი ვაშინგტონმა, ადრიანა ლიმამ, სელენა გომესმა და კიდევ მრავალმა მეგავარსკვლავმა მოირგო.

კომენტარები

კომენტარი