საშემსრულებლო ხელოვნება

10 საუკეთესო ტრეკი | SAMA

SAMA პირველი ქალი არტისტია პალესტინიდან, რომელმაც ტექნოს დაკვრა 2006 წელს, ქალაქ რამალაჰში დაიწყო. 2011 წელს იგი დიდ ბრიტანეთში აუდიო ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლებლად გაემგზავრა, სადაც მალევე გამოსცა ორი ალბომი. 2013 წელს პალესტინელი არტისტი კაიროში დაფუძნდა და მოღვაწეობა როგორც პროდიუსერმა, აუდიო ინჟინერმა და ხმის დიზაინერმა, ისე გააგრძელა.

2017 წელს ლეგენდარული მუსიკოსი პარიზში დასახლდა, სადაც სასცენო სახელი გადაიკეთა და SAMA დაირქვა, რომელიც არაბულად ცას ნიშნავს.

ის ანდერგრაუნდ სცენის პიონერი და ნამდვილი სიმბოლოა, რომელიც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ საერთაშორისო საცეკვაო მუსიკის სივრცის ისტორიას წერს. მისი მუსიკა ძირითადა ტექნო და ჰაუს ჟღერადობაზეა ორიენტირებული, თუმცა ყოველგვარი ჩარჩოების და ფორმულების გარეშე.s

SAMA საქართველოს Echowaves Festival-ის ფარგლებში ეწვევა.

გთავაზობთ SAMA-ს 10 საუკეთესო ტრეკს:

კომენტარები

კომენტარი