საშემსრულებლო ხელოვნება

გრეის ანატომიის ვარსკვლავმა, სანდრა ომ დაბადების დღე საქართველოში გაატარა

Grey’s Anatomy-ის ვარსკვლავი სანდრა ო დაბადების დღეს საქართველოში ატარებს. მსახიობის ვიზიტის დეტალები გასაიდუმლოებულია. 

მსახიობის ფოტო თავდაპირველად ფასანაურში მდებარე Admiral Rafting Group-მა Facebook-ზე გაავრცელა.

სანდრა ო, სამ მეგობართან ერთად, ყაზგებიდან თბილისში ბრუნდებოდა და გზად, დაახლოებით ერთი საათით მათ კაფეში გაჩერდა.

არსებული ინფორმაციით, მსახიობი ყაზბეგს, ფასანაურსა და თბილისს სტუმრობდა.

კომენტარები

კომენტარი