კულტურა

ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის მეოთხე ტრადიციულმა ბანაკმა სტარტი აიღო

2019 წლის 16 ივლისს წყნეთის პედაგოგთა და მეცნიერთა სახლის ბაზაზე სტარტი აიღო ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციისა და ქართულენოვანი ვიკიპედიის მიერ ორგანიზებულმა ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის მეოთხე ტრადიციულმა ბანაკმა.

წელს, ბანაკის მიზანია, მოსწავლეებმა ქართულენოვან ვიკიპედიაში განათავსონ თბილისისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

ბანაკის პირველ სამუშაო დღეს, 17 ივლისს, მოსწავლეებმა ვიკიპედიაში განათავსეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 110 არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლლის შესახებ ინფორმაცია. ბანაკის ოფიციალური ფინანსური მხარდამჭერია თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი