სტილი, დიზაინი

მადრიდში გამოფენა “ბალენსიაგა და ესპანური მხატვრობა” გაიხსნა

ივნისში, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე ტისენა-ბორნემს მუზეუმში ახალი გამოფენა “ბალენსიაგა და ესპანური მხატვრობა” გაიხსნა.

სამუზეუმო სივრცეში სამოსთან ერთად თავად ის ფერწერული ტილოებია წარმოდგენილი, რითაც კოლექცია შეიქმნა; მათ შორისაა, გოიას და ელ გრეკოს შემოქმედების ნიმუშები.

” მუზეუმში წარმოდგენილია ნამუშევრები, რომლებიც ერთმანეთს აკავშირებს კრისტობალ ბალენსიაგასა და ესპანურ კლასიკურ მხატვრობას. ბალენსიაგა მუდმივად სწავლობდა ხელოვნების ისტორიას და მუდმივად იყენებდა მას საკუთარ უნიკალურ სტილში.” – აღნიშნულია მუზეუმის ვებგვერდზე.

გამოფენაზე, რომელსაც Eloy Martínez-ი კურირებს, ის ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც კერძო და საჯარო მუზეუმებში ინახება. მათ შორის, Museo Nacional del Prado-სა და ბილბაოს ხელოვნების მუზეუმში.

გამოფენა 22 სექტემბრამდე გრძელდება.

Balenciaga and Spanish Painting at Museo Nacional Thyssen-Bornemisza, Madrid
Balenciaga's evening dress from the 1940s with El Greco's The Annunciation, 1576
Balenciaga's bolero evening jacket, 1946 with Julia, a painting by Ramon Casas Carbo, 1915

კომენტარები

კომენტარი