სტილი, დიზაინი

ლედი გაგამ ანუკი არეშიძის კაბა მოირგო

ამერიკელმა მეგავარსკვლავმა და მომღერალმა ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის კაბა მოირგო.

17 ივლისს, როცა მომღერალი თავისი ახალი პროექტის, კოსმეტიკური ბრენდის Haus Laboratories დაწყებას აღნიშნავდა, ჰოლივუდის დასავლეთ ნაწილში, რესტორანში ANOUKI-ის შავი ტყავის კაბით მივიდა.

“არავის უყვარს ახალი ლეიბლი ისე, როგორც ლედი გაგას. პოპის ქამელეონი თავის სტილს კვლავ ინარჩუნებს. ამჯერად მომღერალი ჰოლივუდის დასავლეთ ნაწილში, რესტორან O.A.C-ში ქართველი დიზაინერის შავი ტყავის კაბით მივიდა. ” – წერს გამოცემა Vogue.

კაბა ANOUKI-ს 2019 წლის ახალი კოლექციიდანაა. ის ვეგანური შავი ტყავისგანაა დამზადებული და კრისტალებით დაფარული კანტები ამშვენებს.

anouki lady gaga-ის სურათის შედეგი

კომენტარები

კომენტარი