ვიზუალური ხელოვნება კულტურა

გაგოშას ახალი სტენსილი “სპეცრაზმელი” გამთენიისას ორ საათში წაშალეს

ცოტა ხნის წინ თბილისში, ქაშუეთის ეკლესიასთან მიწისქვეშა გადასასვლელში ახალი სტენსილი “ქართლის დედამ თვალზე ხელი აიფარა” გაჩნდა.

ნახატზე მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის ძეგლს “ქართლის დედას” და #სირცხვილიას საპროტესტო აქციებისადმი სოლიდარობის ნიშნად თვალზე ხელი აქვს აფარებული.

სტენსილის ავტორი გიორგი გაგოშიძე, იგივე გაგოშაა.

რამდენიმე დღეში ნახატის ერთი ნაწილი გადაღებეს.

ფოტო; თათუშა არველაძე

საპასუხოდ, მხატვარმა დღეს, 19 ივლისს, გამთენიისას ახალი სტენსილი დახატა, რომელზეც ჩანდა, რომ სახეგადაშლილ ქართლის დედას სპეცრაზმელი სახეში იარაღს უმიზნებდა, გარშემო კი რეზინის ტყვიები ეყარა. ნამუშევარი რამდენიმე საათში მას წაშლილი დახვდა.

“წუხელ ღამის ორ საათზე მივიდა გაგოშა, რომ წაშლილი ნახატისთვის (თვალდათხრილი ქართვლის დედა, რომელიც, როგორც ირკვევა, სუს-მა წაუშალა) მალულად დაემატებინა კიდევ უფრო მკაფიო დეტალები. ადგილზე მობილიზებული დახვდა პოლიციის ოთხი ეკიპაჟი, მიწისქვეშა გადასასვლელის წინ საკუთარ კვადრატში იდგნენ :დ გაგოშამ და მისმა ორმა მეგობარმა გადაწყვიტეს, თავი აერიდებინათ და წავიდნენ ბარში დროის გასაყვანად. ღამის ოთხზე მალულად მივიდნენ და მიახატეს. ღამის ექვსზე ნახატი გაქრა” – წერს პოეტი პაატა შამუგია.

კომენტარები

კომენტარი