საშემსრულებლო ხელოვნება

კევინ სპეისის 18 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალდება მოუხსნეს

მასაჩუსეტსის სასამართლომ კევინ სპეისის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმე შეაჩერა მას შემდეგ, რაც მომჩივანმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

59 წლის სპეისის ნანტუკეტის ერთ-ერთ ბარში 18 წლის ბიჭის დათრობასა და მასზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ. ბიჭი 2016 წელს ბარში დამლაგებლად მუშაობდა.

გადაწყვეტილების მოტივად სამხილებისა და დაზარალებულების ჩვენებების მიუწვდომლობა დასახელდა, რომლებიც მსახიობის მიმართა საქმის წარმოების მთავარი მოტივი იყო. როგორც გაირკვა მომჩივანმა მნიშნელოვანი ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ცნობილი გახდა რომ დაიკარგა მობილური ტელეფონი, რომელზეც ჰოლივუდის ვარსკვლავის ბრალის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახებოდა. 

ბრალდება მომჩივანის დედამ 2017 წლის ნოემბერში საჯაროდ გააჟღერა. ქალმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სპეისიმ თინეიჯერი ჯერ დაათრო, შემდეგ კი მას საცვლებში ხელი ჩაუყო.

სასამართლოზე მოწმემ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და არ დააკონკრეტა, წაშალა თუ არა იმ ღამეს გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებები.

საბოლოო ჯამში, მსახიობს სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში 30-ზე მეტი კაცი ადანაშაულებს. კევინ სპეისის გარშემო სექს-სკანდალი გასული წლის 30 ოქტომბერს აგორდა, როდესაც მსახიობმა ენტონი რაპმა ჰოლივუდის ვარსკვლავი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.

კომენტარები

კომენტარი