ვიზუალური ხელოვნება

გამოფენა “რა გეცვა” – ქალთა სექსუალური შევიწროების მიზეზი გამომწვევი ტანსაცმელი არ არის

ყველგან ყველა ქვეყანაში ქალები იჩაგრებიან. ისინი განიცდიან როგორც ეკონომიკურ, ისე სექსუალურს ჩაგვრას. შეიძლება გაგაკვირვოთ კიდეც იმ ფაქტმა, რომ იმ ქვეყნების ათეულში, სადაც ქალთა გაუპატიურება სტატისტიკურად ყველაზე ხშირია, შედიან ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა აშშ, შვედეთი, საფრანგეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. ამით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრობლემა ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება ქალებისთვის.

სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლებს ხშირად ეკითხებიან რა ეცვათ აღნიშნული ინციდენტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკითხვა ძალიან შეურაცხმყოფელია, ისინი მაინც პასუხობენ მას. არსებობს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ინციდენტს ვულგარული და გამომწვევი ტანსაცმელი იწვევს, მაგრამ ამ სტერეოტიპის დამცველები ვერანაირ ახსნას ვერ უძებნიან, როცა საქმე ბავშვებსა და მოხუცებს ეხებათ.

სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისგან გათავისუფლების მიზნით, 2018 წლის დასაწყისში Communautaire Maritime-ის ცენტრმა ბრიუსელში გამოფენა მოაწყო, სადაც წარმოდგენილი იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლების ტანსაცმელი. ექსპოზიცია მოიცავდა პიჟამოებს, სპორტულ ტანსაცმელსა და ბავშვის პერანგს. “როდესაც ათვალიერებ, მალევე ხვდები, რომ ყველაფერი ნორმალურია და აქ განსაკუთრებული არაფერია” – აღნიშნავდა გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლისბეტ კენესი.

გამოფენა პასუხი იყო იმაზე, რომ ძალადობის მიზეზი გამომწვევი და პროვოკაციული ტანსაცმელი არ არის. პრობლემას ღრმა ფესვები აქვს, რომელსაც ფსიქიკურ ავადმყოფობამდე მივყავართ.

This exhibition has put up clothes worn by rape victims to prove it wasn't 'their fault'-ის სურათის შედეგი
This exhibition has put up clothes worn by rape victims to prove it wasn't 'their fault'-ის სურათის შედეგი
This exhibition has put up clothes worn by rape victims to prove it wasn't 'their fault'-ის სურათის შედეგი
“ჩემი საყვარელი ყვითელი მაისური, მაგრამ არ მახსოვს რა შარვალი მეცვა. მე ვიყავი შეძრწუნებული და უბრალოდ მინდოდა ჩემი ძმის ოთახი დამეტოვებინა და მეყურება ჩემი მულტფილმებისთვის”
This exhibition has put up clothes worn by rape victims to prove it wasn't 'their fault'-ის სურათის შედეგი
“ეს რომ მოხდა, მე რამდენიმე დღე სამსახურში არ მივედი. როდესაც უფროსს ყველაფერი მოვუყევი, მან მკითხა თუ რა მეცვა, რაზეც ვუპასუხე: მაისური და ჯინსი, ბოზო, რა გაცვია როცა კალათბურთს თამაშობ” – წამოვედი და აღარასდროს დავბრუნებულვარ”
exhibiton what were you wearing-ის სურათის შედეგი
“საზაფხულო კაბა. ერთი თვის შემდეგ, დედაჩემი ჩემი კარადის წინ იდგა და წუწუნებდა, რატომ არ ვიცვამ ჩემი კაბებიდან არც ერთს. მე ექვსი წლის ვიყავი”

კომენტარები

კომენტარი