კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ბიონსემ “მეფე ლომის” საუნდტრეკზე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა

ბიონსემ სიმღერაზე, სახელწოდებით “Spirit”, ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც მომღერლის 7 წლის ქალიშვილი, ბლუ აივი კარტერიც მონაწილეობს. სიმღერა Disney-ს ანიმაციური ფილმის “მეფე ლომის” 2019 წლის რიმეიქის საუნდტრეკია.

აღნიშნული კომპოზიცია შევიდა “მეფე ლომისთვის” ჩაწერილი სიმღერების ალბომში, სახელწოდებით “The Lion King: the Gift”. მომღერალმა ამ ალბომს “სასიყვარულო წერილი აფრიკისთვის” უწოდა. მისი თქმით, ამ ალბომით სურდა, რომ აფრიკული მუსიკის სილამაზე გადმოეცა. აღსანიშნავია, რომ ბიონსეს გარდა, ალბომის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს Jay-Z-მ, Childish Gambino-მ, კენდრიკ ლამარმა და რამდენიმე აფრიკელმა მუსიკოსმა.

როგორც იცით, დისნეის 1994 წლის ანიმაციის ადაპტაციაში ბიონსე ერთ-ერთ პერსონაჟს, ნალას ახმოვანებს, რომელიც სიმბას მეგობარია. მომღერალმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ “მეფე ლომი” იყო პირველი ანიმაციური ფილმი რომელზეც ბევრი იტირა.

შეგახსენებთ, რომ “მეფე ლომის” მსოფლიო პრემიერა 19 ივლისს შედგება.

კომენტარები

კომენტარი