კულტურა ლიტერატურა

აქცია “სირცხვილიას!” ფარგლებში დღეს “წიგნის დღე” გაიმართება

დღეს, 17 ივლისს თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ ანტისაოკუპაცია აქცია “სირცხვილიას!” რიგით 28-ე მიტინგი „წიგნის დღით“ განახლდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციას შეუერთდება რამდენიმე გამომცემლობა, ხოლო აქციის რიგით მონაწილეებს შეუძლიათ, პარლამენტთან მიიტანონ წიგნები, რომლებიც გაიყიდება და შესული ფული გადაირიცხება აქციის ორგანიზებისათვის გამოყოფილ ანგარიშზე.

” გარდა გამომცემლობებისა, გვექნება აქციის ორგანიზატორების სტენდი, რომელთანაც შეგიძლიათ მოიტანოთ თქვენი წიგნები, რომლებსაც ჩვენ გავყიდით და შემოსულ თანხას გადავრიცხავთ აქციის ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე.” – აღნიშნულია განცხადებაში.

აქციის მოთხოვნად რჩება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, გადადგომა.

კომენტარები

კომენტარი