კინო

“პატარა ქალთევზაში” პრინცის როლი, შესაძლოა, ჰარი სტაილსმა შეასრულოს

Disney-ს ანიმაციურ ფილმის, “პატარა ქალთევზას” რიმეიქში პრინცი ერიკის როლი, შესაძლოა, მსახიობმა და მომღერალმა ჰარი სტაილსმა შეასრულოს. ინფორმაციას ამის შეასხებ, გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე ჰარი სტაილსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ არიელის როლზე შავკანიანი მსახიობი, ჰოლი ბეილი დაამტკიცეს.

ფილმის რეჟისორი რობ მარშალია, მუსიკას კი ალან მენკენი და ლინ-მანუელ მირანდა დაწერენ.

“პატარა ქალთევზას” ახალი ფილმის სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის Disney-ს 1989 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გავრცობილი ვარიანტი იქნება.

ანიმაციური ფილმი ეფუძნება დანიელი მწერლის, ჰანს კრისტიან ანდერსენის ამავე სახელწოდების ზღაპარს. პატარა ქალთევზაში” მოთხრობილია ქალთევზა არიელზე, რომელსაც უყვარდება უფლისწული და ოცნებობს, ადამიანად იქცეს. 

კომენტარები

კომენტარი