სტილი, დიზაინი

დიზაინერებმა შექმნეს სათვალე, რომლითაც გარესამყაროს ისე ხედავ, როგორც უეს ანდერსონის ფილმს [ვიდეო]

შოტლანდიელმა დიზაინერებმა სააგენტო Tens-იდან შექმნეს მზის სათვალე, რომლის ფილტრის წყალობითაც გარესამყაროს დანახვა განსხვავებულ, თბილ, პასტელურ ფერებშია შესაძლებელი, ზუსტად ისე, როგორც ეს უეს ანდერსონის ფილმებშია. დიზაინერებმა პროექტს Spectachrome დაარქვეს და მისი გამოშვებისთვის თანხების მოძიება დაიწყეს.

თავდაპირველად, პროექტის რეალიზაციისთვის ისინი 10 ათასი ევროს მოძიებას გეგმავდნენ, თუმცა ამ მომენტისთვის, მათ უკვე 92 ათასი ევრო აქვთ. სათვალის გამოშვება 2019 წელს იგეგმება და მისი ფასი 87 დოლარია.

“ერთი შეხედვით სათვალე, შეიძლება, ნარინჯისფერი მოგეჩვენოთ, მაგრამ, სინამვილეში, მისი ფერთა გამა მრავალფეროვანია. მოირგებ Spectachrome-ს და თავი 1970-იანი წლების გაცვეთილ ბარათზე გამოსახულ პეიზაჟში გგონია” – ნათქვამია პროექტის აღწერაში.

კომენტარები

კომენტარი