კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ცნობილია, ვინ შეასრულებს ბიოგრაფიულ ფილმში ელვის პრესლის როლს

როგორც იცით, ავსტრალიელი კინორეჟისორი ბაზ ლურმანი ლეგენდარულ მუსიკოსზე, ელვის პრესლიზე ბიოგრაფიულ ფილმს იღებს. ახლახან, ცნობილი გახდა, რომ მან მთავარ როლზე 27 წლის მსახიობი, ოსტინ ბატლერი დაამტკიცეს. ფილმში ბატლერი ახალგაზრდა ელვისს განასახიერებს და გვიჩვენებს მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან წლებს, როცა ახალგაზრდა, ყველასთვის უცნობი მუსიკოსი დიდების მწვერვალზე ადის.

ცნობილია, რომ ფილმში ელვის პრესლის მენეჯერის, ტომ პარკერის როლს ტომ ჰენკსი შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ ელვის პრესლის როლზე ოსტინ ბატლერთან ერტად, განიხილებოდნენ ენსელ ელგორტი, მაიზ ტელერი და ჰარი სტაილსი.

“ხანგრძლივი შესარჩევი ტურის შემდეგ, მჯერა რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც საუკეთესოდ შეძლებს გვიჩვენოს მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურისა და საკულტო მომღერლის სული” – განაცხადა რეჟისორმა გამოცემა Deadline-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ფილმის გადაღებები 2020 წელს, ავსტრალიაში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი