კინო

ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორმა სერიალის ყურების შემდეგ თავი მოიკლა

ჩერნობილის ავარიის ერთ-ერთმა ლიკვიდატორმა ყაზახეთის ქალაქ აკტობედან, ნაგაშიბაი ჟუსუპოვმა, სერიალ “ჩერნობილის” ყურების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

თვითმკვლელობა ივნისის ბოლოს მოხდა, თუმცა მომხდარი მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა. როგორც გარდაცვლილის შვილმა განაცხადა, მამა სერიალს ცრემლების გარეშე ვერ უყურებდა და მუდმივად ტიროდა. “სერიალში ნანახმა მას უმძიმესი მოგონებები გაუღვივა” – განაცხადა გარდაცვლილის შვილმა.

ჟუსუპოვი იყო ერთ-ერთი ლიკვიდატორი, რომელიც პირველივე დღეებიდან უშუალოდ მუშაობდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკში, დამწვარი რეაქტორის გვერდით.

ჩერნობილის კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე მოხდა. ის უდიდესი ავარიაა ატომური ენერგეტიკისისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

Nagashibay Zhusupov, 61, a hero liquidator in the Chernobyl nuclear disaster, has 'taken his own life'

კომენტარები

კომენტარი