შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველოს ეროვნული მუზეუმი: “ფონდებში დაცულ საგანძურს საფრთხე არ ემუქრება”

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფონდებში დაცულ საგანძურს საფრთხე არ ემუქრება:

“საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებსა და ფონდებში დაცულ საგანძურს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არ შეიძლება დაემუქროს, რადგან მუდმივად მიმდინარეობს ზრუნვა კოლექციების უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების მოვლა- პატრონობაზე. ეს პროცესი არის გამჭვირვალე და მასში ჩართულია არაერთი დაინტერესებული მხარე.

ამჟამად, ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს რეგულარული სამუზეუმო საქმიანობა – კოლექციების აღრიცხვა-შეჯერების, მონიტორინგისა და გეგმიური რესტავრაცია- განახლების პროცესები. სარესტავრაციოდ შერჩეული ნივთის განთავსება ხდება ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, მისი საჭიროებისამებრ, რესტავრაციის, ფიქსაციის ან გაწმენდის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების მუზეუმში, ამჯერად დროებითი გამოფენების დარბაზი დახურულია, იმისათვის რომ დამთვალიერებლისათვის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია იყოს ხელმისაწვდომი, ჩვენი თანამშრომლები პარალელურად აგრძელებენ საგამოფენო საქმიანობას. ხელოვნების მუზეუმის კოლექციები პერიოდულად იფინება ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში მყოფ სიღნაღის მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მზადება გამოფენისთვის „ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130,“ რომელიც სიღნაღის მუზეუმში 17 ივლისიდან უმასპინძლებს დამთვალიერებელს.” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი