ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ წელს უკვე მეორედ გაიმართება

20-21 ივლისს, ზუგდიდი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალ „F5“-ს უმასპინძლებს, რომელშიც თანამედროვე პოეტები, ავტორები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალს ტრადიციულად ორი მიმართულება ექნება – ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი. ლიტერატურული ნაწილის მონაწილეები იქნებია: გიორგი ლობჟანიძე, დიანა ანფიმიადი, დათო ჯიქია, ალექს ჩიღვინაძე,  შოთა იათაშვილი, დათო ჩიხლაძე, დათო რობაქიძე, ირმა ტაველიძე, ივა ფეზუაშვილი და სემიონ ხანინი.

ხოლო, ფესტივალის მუსიკალური ნაწილის მასპინძლები იქნებია:  მებო ნუცუბიძე და გიორგი ძამუკაშვილი.

ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს წელს პირველად ეყოლება საერთაშორისო სტუმარი, ლატვიელი პოეტი სემიონ ხანინი.

თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს. მიუხედავად, ისტორიულ-კულტურული კონტექტისა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობებისა, არც ზუგდიდია გამონაკლისი ამ მიმართულებით და ადგილობრივი კულტურული პროცესი მეტად პასიურია. „F5“მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან პოეტები ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.

ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ ხორციელდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და გამომცემლობა „ინტელექტის“ მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი