სტილი, დიზაინი

წყვილმა სერიალ “ჩერნობილის” შთაგონებით, სახლი საბჭოთა სტილში მოაწყო (ფოტოები)

ახალგაზრდა წყვილმა ვილნიუსიდან, სერიალ “ჩერნობილის” გავლენითა და შთაგონებით, სახლი საბჭოთა დიზაინით მოაწყო და ტურისტებს შესთავაზა. მათი განცხადება ცოტა ხნის წინ Airbnb-ზე გამოჩნდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ადგილობრივმა ტელევიზიამ მათზე სიუჟეტიც მოამზადა, რის შემდეგაც სრულიად უცხო ადამიანებმა გამოთქვეს დახმარების სურვილი და წყვილს ძველი, საბჭოთა პერიოდის ნივთები მიუტანეს: ფარდები, წიგნები, ჭურჭელი და ავეჯიც კი. იმისათვის, რომ ბინაში ცხოვრება საინტერესოს გარდა, კომფორტულიც იყოს, ის თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან მხოლოდ მაცივარი და ფენია საბჭოთა დროის.

აღსანიშნავია, რომ წყვილს ეს იდეა მაშინ მოუვიდა, როცა სერიალ “ჩერნობილის” ერთ-ერთ ეპიზოდში მათი სახლის აივანი გამოჩნდა. როგორც იცით სერიალის გადაღებები უკრაინის გარდა, ლიეტუაშიც მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ ამ საბჭთა სტილის ბინაში ერთი ღამის გათევა 67 $ ღირს.

LINO1124-5d1e005486f7e__880
LINO4858-5d1e00457032f__880
LINO4855-5d1e004924ab9__880
With-my-boyfriend-we-created-this-Soviet-Apartment-inspired-by-HBO-Chernobyl-and-you-can-stay-here-5d249498560e6__880
LINO1454-5d1e006f6d0a6__880
airbnb
With-my-boyfriend-we-created-this-Soviet-Apartment-inspired-by-HBO-Chernobyl-and-you-can-stay-here-5d24949bdd329__880
LINO4868-5d1e004bbb015__880
LINO1400-5d1e004e94ef4__880

 

კომენტარები

კომენტარი