საშემსრულებლო ხელოვნება

დეივიდ ბოუის შთაგონებით საკოლექციო ბარბი შექმნეს

კომპანია Mattel-მა მუსიკოს დევიდ ბოუის ცნობილი სიმღერის, “Space Oddity”-ს გამოსვლიდან 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბოუის გარეგნობით შთაგონებული თოჯინა ბარბი შექმნა. საკოლექციო ბარბი ზუსტად იმეორებს ზიგი სტარდასტის გარეგნობას, რომელიც დეივიდ ბოუის ალტერ ეგოა. როგორც იცით ბოუიმ 70-იან წლებში ახალი მუსიკალური სახე შექმნა და ზიგი სტარდასტი დაირქვა.

1
3
5

ზიგი სტარდასტი არის როკ-მუსიკოსი მარსიდან. ეს პერსონაჟი დეივიდ ბოუის 1972 წელს გამოსული ალბომის “The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders From Mars” ცენტრალური ფიგურაა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა “Space Oddity” მუსიკოსის მიერ გამოგონილ სხვა პერსონაჟს – ღია კოსმოსში დაკარგულ ასტონავტს, მაიორ ტომს ეძღვნება, 1972 წელს გადაღებულ კლიპში დეივიდ ბოუი, სწორედ, ზიგი სტარდასტის სახით არის გადაღებული.

“Space Oddity”-ს ტექსტში მოთხრობილია, რომ მა­ი­ორ ტომს ღია კოს­მოს­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ უშ­ვე­ბენ. გაფ­რე­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ი­ო­რი მარ­თ­ვის ცენ­ტ­რ­თან კავ­შირს კარ­გავს და კოს­მოს­ში იკარ­გე­ბა.

კომენტარები

კომენტარი