საშემსრულებლო ხელოვნება

ნახეთ: ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ხატია ბუნიათიშვილი წარდგა

ქართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა პარიზში, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც 14 ივლისს გაიმართა, ხატიამ მოცარტის „ადაჯიო“ შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ აღსანიშნავია, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტზე ხატია გასულ წელსაც წარდგა და ღონისძიება საფრანგეთის ეროვნული ჰიმნით გახსნა.

ბასტილიის აღების დღე – საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია. ის 1880 წლის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს. დღესასწაული ტრადიცულად პარიზში ელისეს მინდვრებზე სამხედრო აღლუმით იწყება.

კომენტარები

კომენტარი