შემოქმედებითი ინდუსტრიები

ორბელიანის მოედანზე კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა

ორბელიანის მოედანზე დღეს კლასიკური მუსიკის კონცერტი პროექტ Tbilisi Classic Open Air-ის ფარგლებში გაიმართა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, Tbilisi Classic Open Air-ის პირველ კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა.

სოლისტები არიან ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო). ღონისძიებაზე მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები შესრულდა.

რაც შეეხება კონცერტის მეორე ნაწილს, იგი პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა, რომელმაც პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა სოლისტ მევიოლინე კამილავონსიკ-იანიკთან ერთად.

პოლონელმა მუსიკოსებმა მსმენელს მონიუშკოს, გურეცკის, კილარისა და ვენიავსკის ნაწარმოებები წარუდგინეს. კონცერტს დირიჟორობა მირიან ხუხუნაიშვილმა გაუწია. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი