საშემსრულებლო ხელოვნება

დღეს ფესტივალი Art-გენი 2019 „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება

დღეს ფესტივალი „Art-გენის 2019“-ის თბილისის ტური „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.

წინა წლების მსგავსად, მაყურებელს ექსპერიმენტული პროგრამა და პრემიერები ელის.

მე-16 Art-გენი პრემიერებით და სიახლეებით გამორჩეული წელი აღმოჩნდა, როგორც ტრადიციული მონაწილეების განახლებული პროგრამით, ასევე დებიუტანტების თვალსაზრისით. გუშინ ასევე პრემიერებით და განახლებული რეპერტუარით მაყურებლის წინაშე ნიაზ დიასამიძე წარდგა.

მე-16 „Art-გენის“ თბილისის ტური 8 ივლისს, დათო ევგენიძის კონცერტით გაიხსნა. “აკუსტიკის“ კონცერტის ფარგლებში ფესტივალის სცენა დაეთმო Salio-ს, Bear fox-ს და Lua-ს.

8 ივლისს ფესტივალის პროგრამა Asea Sool და ბაკურ ბურდულმა გააგრძელეს, 9 ივლისს – REGGAEON-მა, 10 ივლისს ჯგუფმა „ჩვენებურებმა“ და ლელა ნაყეურმა. გაიმართა „ჰოროლი“-ს ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლაც. 11 ივლისს „Art-გენის“ სცენა ჯგუფ „ფრანს“ დაეთმო. 12 ივლისს Art-გენის მაყურებელის წინაშე ნინო ქათამაძე წარსდგა, 13 ივლისს კი ნიაზ დიასამიძე. თბილისის ტურს ტრადიციულად წინ უძღოდა ფესტივალის რეგიონული ტურნე.

ფესტივალი „Art-გენი 2019“-მა სტარტი 16 ივნისს ახმეტიდან აიღო და 22 ივნისს აჭარაში, ქედაში გადაინაცვლა. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი