კულტურა

ბორის კლუევი: “კიკაბიძე ხელშეკრულებას დებს, რომ მისი რუსეთში ჩასვლა მედიასაშუალებებმა არ გააშუქონ” – MK.RU

რუსმა მსახიობმა, ბორის კლუევმა რუსულ გამოცემა MK-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველი მომღერალი, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე რუსეთში კორპორატიულ კონცერტებს მართავს და ინფორმაცია იმის შეასხებ, რომ 2008 წლის შემდეგ ის რუსეთში პროტესტის ნიშნად არ ჩადის, მცდარია.

“ნუ შეცდებით და ნუ გეგონებათ, რომ ის აქ აღარ ჩამოდის. კიკაბიძე რუსეთში კორპორაციულ კონცერტებს მართავს და ფულსაც კარგად გამოიმუშავებს აქ” – განაცხადა მსახიობმა.

მისი თქმით, კიკაბიძე ყველასთან დებს ხელშეკრულებას იმის შესახებ, რომ მისი რუსეთში ჩასვლა არ მოხვდეს მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში.

როგორც იცით, ვახტანგ კიკაბიძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთში ჩასვლასა და იქ კონცერტების გამართვაზე უარი თქვა. მომღერალი ხშირად აღნიშნავს, რომ მისი ეს პროტესტი მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებისა და პოლიტიკის წინააღმდეგ და არავითარ შემთხვევაში რუსი ხალხისკენ.

კომენტარები

კომენტარი