კინო

კუბრიკის არქივში სამი უცნობი სცენარი იპოვეს

ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში, სტენლი კუბრიკის არქივს დაემატა უცნობი სცენარები, რომლებზეც რეჟისორი მუშაობდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.

კუბრიკის მიერ შექმნილი ფილმის უცნობი სცენარები რეჟისორის სახლში აღმოაჩინეს. სულ, ნაპოვნია 3 სცენარი, რომელთა სახელწოდებებიც ასეთია: “Married Man/დაქორწინებული კაცი”, “The Perfect Marriage/იდეალური ქორწინება” და “Jealousy/ეჭვიანობა”.

აღსანიშნავია, რომ ეს სცენარები დაწერილია იმ პერიოდში, როდესაც რეჟისორს ოჯახური პრობლემები ჰქონდა, 1954-1956 წლებში. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ცენტრალური თემები ქორწინება, დაშორება და ღალატია.

სტენლი კუბრიკი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ნოვატორი კინემატოგრაფისტია. მას აღიარება მოუტანა ისეთმა საკულტო ფილმებმა, როგორებიცაა: “დოქტორი სტრეინჯლავი”, “2001: კოსმოსური ოდისეა”, “სრულმეტალიკური გარსი”, “ნათება” და სხვები.

კომენტარები

კომენტარი