კინო

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ და რადიო თავისუფლების 3-წუთიანი ფილმების კონკურსი კორუფციაზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ და “რადიო თავისუფლება” აცხადებენ 3-წუთიანი ფილმების კონკურსს კორუფციაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ რეჟისორსა თუ ჟურნალისტს, ასევე მოყვარულს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ თემაზე საკუთარი ხედვის წარმოჩენა, ეხერხება ვიზუალური თხრობა, აქვს ამბიცია, რომ მისი ნამუშევარი შეცვლის ვითარებას უკეთესობისკენ და საზოგადოებას დააფიქრებს კორუფციის თემებზე.

კონკურსანტმა უნდა გააგზავნოს მხატვრული ან ანიმაციური ფილმი. ფილმი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრით, ან ინგლისურად ქართული სუბტიტრით.

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

ფილმის კონცეფცია,

თემის წარმოჩენა,

ორიგინალური იდეა,

ვიზუალური მიდგომა და ფორმა,

ტექნიკური გამართულობა (ხმისა და გამოსახულების ხარისხი),

ფორმატი – HD,

ხანგრძლივობა – 3-5 წუთი,

ფილმი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არც ერთ პლატფორმაზე.

კონკურსის მსვლელობის დროს საკონკურსო მასალა ქვეყნდება მხოლოდ “რადიო თავისუფლების” ონლაინპლატფორმებზე და კონკურსის დასრულებამდე მასალის სხვაგან გამოქვეყნება დაუშვებელია.

მეორე ეტაპზე გადასულ ფილმებს განსაზღვრავს ჟიური. ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ ავტორებს ეცნობებათ წინასწარ, შერჩეული ფილმების “რადიო თავისუფლების” ვებსაიტსა და სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნებამდე.

კონკურსში მონაწილეობისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 

ფილმის გაგზავნის ბოლო ვადა – 14 სექტემბერი.

მეორე ეტაპზე გასული ნამუშევრების ავტორებს ინფორმაცია მიეწოდებათ არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა.


საპრიზო ფონდი

– პირველი ადგილი (15 000 ლ)
– მეორე ადგილი (8 000 ლ)
– მესამე ადგილი (5 000 ლ)

დამატებითი ინფორმაციისათვის მომართეთ შემდეგ ელფოსტაზე: contestcorruption@gmail.com

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე

კომენტარები

კომენტარი