კინო

ახალი “მეფე ლომის” საუნდტრეკების ალბომი გავრცელდა

ამერიკულმა ლეიბლმა Walt Disney Records ანიმაციური ფილმის, “მეფე ლომის” რიმეიქის საუნდტრეკების ალბომი გაავრცელა.

19 კომპოზიციისგან შემდგარ ნამუშევარში პოპვარსკვლავ ბიონსეს, დონალდ გლოვერის, ელტონ ჯონისა და 11 წლის მუსიკოსის, JD McCrary-ის სიმღერები შედის.

ინსტრუმენტული ნაწარმოებები კი გერმანელ კომპოზიტორს, ჰანს ციმერს ეკუთვნის.

1994 წელს გამოსული “Disney”-ს კლასიკური ანიმაციის, მეფე ლომის მხატვრული ადაპტაცია სულ ახლახან გამოვიდა ეკრანებზე.

შეგახსენებთ, რომ ახალ ანიმაციაში სიმბას მუსიკოსი დონალდ გლოვერი ახმოვანებს, მის შეყვარებულ ნალას კი ბიონსე. სიმბას ბავშვობას JD McCrary განასახიერებს.

კომენტარები

კომენტარი