კინო საშემსრულებლო ხელოვნება

სოფი ლორენის პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან უკვე გავრცელდა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 84 წლის ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფია ლორენი შვილის, ედოარდო პონტის ახალ ფილმში მადამ როზას როლს ითამაშებს.

როზა ჰოლოკოსტს გადარჩენილი ქალია, რომელიც სენეგალელ იმიგრანტთან, 12 წლის მომოსთან დედა-შვილური ურთიერთობა ჩამოუყალიბდება.

ფილმის გადაღება იტალიაში უკვე დაიწყო. როგორც გამოცემა Variety წერს, ასაკის მიუხედავად, მსახიობი თავდაუზოგავად მუშაობს და გადასაღებ მოედანზე დღეში სულ მცირე, 10 საათს ატარებს.

ინტერნეტში ფილმის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები გავრცელდა.

წინასწარი ინფორმაციით, ფილმი 2020 წლის მარტში გამოვა.

კომენტარები

კომენტარი