კინო

“რიკი და მორტის” შემქმნელება გამოაცხადეს კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც მულტისერიალის პერსონაჟი გახდება

არხმა “Adult Swim” გამოაცხადა კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის, “რიკი და მორტის” მეოთხე სეზონის პერსონაჟი გახდება. გამარჯვებულს, აგრეთვე, მიეცემა შესაძლებლობა, შეხვდეს სერიალის შემქმნელებს: ჯასტინ როილენდსა და დენ ჰერმონს. გარდა ამისა, დაათვალიერებს სტუდიას, რომელშიც იქმნება საკულტო მულტისერიალი.

იმისათვის, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ, უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე. რეგისტრაციის ბოლო ვადა 2019 წლის 1 სექტემბერია. სერიალის ფანებმა, აუცილებელია, გაიღონ თანხა, 10 $-ის ოდენობით. აღნიშნული თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში, რომელიც აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ანიმაციური სერიალის “რიკი და მორტის” მეოთხე სეზონის პრემიერა 2019 წლის ნოემბერში, წინა სეზონის დასრულებიდან ორ წელში გაიმართბა. ამ დრომდე, სერიალის მხოლოდ 31 ეპიზოდი არსებობს და გავრცელებული იფორმაციით, მის კიდევ 70 ეპიზოდს გადაიღებენ.

სერიალის სიუჟეტი ერთი ჩვეულებრივი ბიჭის, მორტისა და მისი ბაბუის, რიკის თავგადასავალზე მოგვითხრობს. რიკი ლოთია, თუმცა, ამასთან ერთად, გენიალური გამომგონებელია. მორტი კი ბაბუასთან ერთად მის მიერ შექმნილ სხვადასხვა განზომილებებსა და სამყაროში მოგზაურობს.

კომენტარები

კომენტარი