შემოქმედებითი ინდუსტრიები

ქეთა თოფურია: “საქართველოში კონცერტი არ გაუქმებულა”

რუსულ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქეთა თოფურიასა და ” ა სტუდიოს” საქართველოში დაგეგმილი კონცერტი თბილისში დაწყებული ანტისაუკუპაციო ტალღის გამო, პროტესტის ნიშნად გაუქმდა, მცდარი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ქეთა თოფურიამ, საკუთარ ისნტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოთი გაავრცელა.

მისი თქმით, საქართველოში კონცერტი არ გაუქმებულა, უბრალოდ, გადაიდო და ჯგუფი “ა სტუდიო” ბათუმში ისევ გამოვა. ქეთა თოფურიას თქმით, კონცერტის ზუსტი თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველში დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოყვანას მოჰყვა, რუსეთმა ჯერ ავიამიმოსვლა შეწყვიტა საქართველოსთან, შემდეგ კი რუს არტისტებსა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ საქართველოში ჩასვილისგან. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, მათ ის საფრთხეები შეახსენა, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ელოდათ. მისი თქმით, თბილისში ანტირუსული ისტერია სუფევს, ამიტომ, ის ზომები, რომლებიც პუტინმა მიიღო (ავიამიმოსვლის დროებით შეჩერება) აუცილებელი იყო.

კომენტარები

კომენტარი