კინო

მელბურნში ქართული ანიმაციური ფილმების პროგრამას აჩვენებენ

13-21 ივლისს ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გაიმართება ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ქართული ანიმაცია  შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:

“გოდერძი” – რეჟისორი პეტრე თომაძე

“მეთევზე და გოგონა” – რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი

“ჩაი” – რეჟისორი პეტრე თომაძე

“ბებო” – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი

“ჯიბის კაცი” – რეჟისორი ანა ჩუბინიძე

“ჰორიზონტი” – რეჟისორი დათო კიკნაველიძე

“ლილე” – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი

მელბურნის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მაყურებელს წარუდგენს 400-ზე მეტ ანიმაციას, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ფილმებს. ქართული პროგრამა ნაჩვენები იქნება სექციაში Window On Georgian Animation.

კომენტარები

კომენტარი