კულტურა

საქართველოს ყოფილ სახელმწიფო დროშასა და ყოფილ სახელმწიფო გერბს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო გერბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. ამ ინიციატივით მას ჰერალდიკის საბჭომ მიმართა.

„საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიმართვისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშას (ესკიზი), რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში და საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბს (ესკიზი), რომელიც ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, მაგრამ დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი“, – აღნიშნულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.

სამფეროვანი დროშა (1918-1921, 1990-2004), საქართველოს პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 1918 წელს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოაცხადა. 1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად, საქართველოს რევკომმა გააუქმა და ის მხოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს აღადგინეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

ძველი დროშა ხუთჯვრიანი დროშით, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, 2004 წლის 14 იანვრიდან შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი