საშემსრულებლო ხელოვნება

რეპერი R. Kelly 13 ბრალდებით დააკავეს

R&B-ს 52 წლის ამერიკელი რეპერი R. Kelly 13 ბრალდებით დააპატიმრეს. გამოცემა NME-ის ცნობით, ის პოლიციამ ჩიკაგოში დააკავა და ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია. 

ამერიკელი გენერალური პროკურორი, ჯეიმს პიცპატრიკის თქმით, მომღერლის დანაშაულთა სიაში ბავშვთა პორნოგრაფია, პედოფილია და ქალთა სექსუალური შევიწროება გვხვდება.

შეგახსენებთ, რომ R Kelly, რომელიც 1994 წელს 27 წლის იყო, 15 წლის გოგოზე, სახელად Aaliyah დაქორწინდა. ქორწინების ცერემონია საიდუმლოდ ჩატარდა. მალევე ერთ-ერთმა ჟურნალმა გამოარკვია, რომ გოგომ ქორწინების მოწმობის გაფორმებისას ტყუილი თქვა და ის არა 18-ის, არამედ 15 წლის იყო. ქორწინება 1995 წელს განულდა. 

1996 წელს R Kelly-ის ტიფანი ჰოუკინსმა “პიროვნული ტრავმების და ემოციური ძალადობის” გამო უჩივლა, რომლითაც, როგორც მან თქვა, კელისთან 3-წლიანი ურთიერთობის დროს იტანჯებოდა. 

2001 წელს R Kelly-ის სტაჟიორმა უჩივლა “სექსუალური ინციდენტის” გამო, რომელშიც მუსიკოსმა მაშინ გახვია, როდესაც თვითონ 17 წლის იყო. 

2002 წელს R Kelly-ის ჩიკაგოელმა პატრისია ჯონსმა უჩივლა. ის ამტკიცებდა, რომ მუსიკოსისგან მაშინ დაფეხმძიმდა, როცა არასრულწლოვანი იყო, შემდეგ კი კელიმ მას აბორტის გაკეთება აიძულა. 

ასევე, ქალმა, სახელად მონტანა ვუდსი კელის იმის გამო უჩივლა, რომ მუსიკოსმა მასთან სექსი შეთანხმების გარეშე ჩაიწერა. ჩანაწერი მოგვიანებით პორნოსაიტებზე გავრცელდა. 

სასამართლოში დავა ამ ორივე შემთხვევაშიც ისე დასრულდა, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. 

R Kelly 2002 წელს ბავშვთა პორნოგრაფიაში დაადანაშაულეს

როგორც ამბობენ, კელიმ ბავშვთა პორნოგრაფია 21-ჯერ ჩაწერა. ვიდეოები სქესობრივ კონტაქტს, ორალურ სექსს და სექსის სხვა ფორმებს ასახავს. პოლიციამ კელის თითოეული ამ ჩანაწერისთვის წარუდგინა ბრალი. ყველა ბრალდება ერთ გოგოსთან არის დაკავშირებული, რომელიც 1984 წელს დაიბადა. 

იმავე წელს კელი იმ ვიდეოს გამო დააკავეს, რომელიც “ჩიკაგო სან თაიმსს” ანონომურად გაუგზავნეს. ვიდეოს ავთენტურობა დადასტურდა. მუსიკოსს 750 ათასი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. მუსიკოსმა ბრალდებები უარყო და სასამართლოშიც ამავეს ამტკიცებდა. 

ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ მათ არ ჰქონდათ მტკიცებულება, რომ ვიდეოში ასახული გოგო არასრულწლოვანი იყო და R Kelly უდანაშაულოდ სცნეს. 

2017 წლის გაზაფხულზე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კელის 6 ქალი ჰყავს დატყვევებული და მათზე სექსუალურად ძალადობს. 

2018 წელს გაჩნდა კამპანია #MuteRKelly (გააჩუმე R Kelly), ასევე, ადამიანებმა უარი თქვეს მასთან მუშაობაზე, სხვა მუსიკოსებმა ბოდიში მოიხადეს მასთან თანამშრომლობისთის, სონის ხმის ჩამწერმა ლეიბლმა RCA კელისთან კავშირი გაწყვიტა, კონტრაქტი შეწყვიტეს Spotify, Apple Music and Pandora-მ და თავიანთი პლატფორმებიდან მისი სიმღერები წაშალეს. 

თუმცა, კელიმ მაინც თქვა, რომ მის წინააღმდეგ მსგავსი კამპანია “ძალიან დაგვიანებულია” 

ამასობაში, კიდევ ერთმა ყოფილმა პარტნირომა კელის იმის გამო უჩივლა, რომ მას განზრახ გადასდო სექსუალური გზით გადამდები დაავადება. 

R Kelly-ის შვილმა, 20 წლის ჯოან კელიმ  მონისტრი უწოდა.

სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებების გამო მუსიკოსთან კოლაბორაციისთვის ბოდიში მოიხადა ლედი გაგამ და მათი ერთობლივი ნამუშევარი გაყიდვიდან ამოიღო. ასევე, მასთან თანამშრომლობა ხმის ჩამწერმა კომპანიამ, RCA-მაც შეწყვიტა. ლეიბლს სონი ფლობს. 

კომენტარები

კომენტარი