კინო

ქრისტიან-კონსერვატული ორგნიზაცია “სათამაშოების ისტორია 4”-ს ბოიკოტს უცხადებს

ქრისტიან-კონსერვატული ორგანიზაცია, სახელწოდეით “მილიონი დედა”, ანიმაციურ ფილმს “სათამაშოების ისტორია 4” ბოიკოტს უცხადებს და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Metro ავრცელებს.

ორგნიზაციის წევრების გაღიზიანება გამოიწვია ანიმაციური ფილმის იმ ეპიზოდმა, რომელშიც ქალ პერსონაჟებს ბავშვი მიჰყავთ სკოლაში და შემდეგ, ისევ ერთად გამოჰყავთ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კომპანია “დისნეის” არა მხოლოდ ერთსქესიანთა ქორწინების ნორმად გამოცხადება, არამედ ბავშვთა გონებისა და ფსიქიკის დანგრევას სურს.

“კომპანია “დისნეიმ” ისევ გადაწყვიტა, რომ პოლიტკორექტული იყოს, იმის ნაცვლად, რომ ოჯახური კონტენტი გაავრცელოს. ის მხარს უნდა უჭერდეს გასართობი პროგრამების წარმოებას და არა ბავშვებისთვის საკამათო თემების წამოჭრას” – ნათქვამია განცხადებაში.

“სათამაშოების ისტორია” 1995 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური ფილმია. ის არის Pixar-ის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, ასევე, პირველი ანიმაციური ფილმი, რომელიც სრულადაა შექმნილი კომპიუტერული ტექნოლოგიით. ფილმის რეჟისორია ჯონ ლასეტერი, გმირებს კი ახმოვანებენ ტომ ჰენქსი და ტიმ ალენი. ფილმს დისტრიბუცია Walt Disney Pictures-მა გაუწია.

ანიმაციური ფილმის მთავარი პერსონაჟები არიან სათამაშოები, რომლებიც ადამიანებისგან ფარულად ცოცხლდებიან და სხვადასხვა თავგადასავალში ამოყოფენ თავს.

კომენტარები

კომენტარი