შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისში დანიელი ილუსტრატორის გამოფენა გაიმართება

რამდენიმე დღის წინ “არტნიუსმა” მკითხველს შესთავაზა დანიელი ილუსტრატორის, ლივია ვიქსანას ნამუშევრები, რომლებიც საქართველოს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ლივია თბილისში გამოფენას “ახლა საით?!” მართავს.

გამოფენა აერთიანებს ბოლო დროს თბილისში განვითარებული მოვლენების ამსახველ ნამუშევრებს.

ღონისძიება 13-დან 15 ივლისის ჩათვლით უსახელო გალერეაში გაიმართება.

“ჩვენ არ მოგიყვებით იმის შესახებ თუ რა მოხდა 20 ივნისს და მის შემდეგ თბილისში. 

უსახელო გალერეა სივრცეს უთმობს ლივია ვიქსნას, რომელმაც თბილისის პროტესტის აღსაწერად შექმნა გრაფიკული ნამუშევრები, რომელიც მისი საქართველოში არ ყოფნიდან გამომდინარე დაფუძნებულია აქციებზე გადაღებული სხვადასხვა ფოტოზე”, — ვკითხულობთ ივენთზე.

კომენტარები

კომენტარი