კინო

Warner Bros-ს სტუდიაში, სადაც ჰარი პოტერის სერიებია გადაღებული, ხანძარს ებრძვიან

მეხანძრეები ინგლისში, Warner Bros-ის ლივესდენის სტუდიაში დიდ ხანძარს ებრძვიან.

ერტფორდშირის საბჭოს განცხადებით, ხანძარი ღამე გაჩნდა, არსებული ინფორმაციით ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციამ ადგილობრივი გზა უკვე გადაკეტა, რათა მეხანძრეებმა სახანძრო შლანგის წყლის არხთან დაკავშირება მოახერხონ.

ხანძარი ხმის სცენაზეა, რომელიც არ გამოიყენებოდა. ლივესდენში მიმდინარე საწარმოო სამუშაოები კი უვნებელი გადარჩა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სტუდიაშია გადაღებული ჰარი პოტერის ფილმები და აქვე ეწყობა ამავე ფილმების პოპულარული ტური სტუდიაში. პავილიონი ცეცხლს არ დაუზიანებია. როგორც ცნობილია, ამჟამად ლივესდენის სტუდიაში არმანდო ლანუჩი HBO-სთვის კოსმოსურ კომედიას Avenue 5-ს იღებს.

კომენტარები

კომენტარი